06:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 12:51:29, 764 ნახვა

რეგიონი
კულახმეტოვი: რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ელჩის" მარად კულახმეტოვის განცხაებით, ოკუპირებუი ცხინვალის უსაფრთხოების საკითხი "ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა".

ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. შესაბამისი განცხადება დე-ფაქტო ელჩმა ოკუპირებულ რეგიონში გამარტულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც "ელჩმა" აღნიშნა, "ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ განვითარდა".

"დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 2 კვირაში, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ჩვენ  ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებით. ჩვენს შორის დამყარდა დიდი მეგობრობა. ხელი მოეწერა დაახლოებით 130 დოკუმენტსა და მემორანდუმს. ეს დოკუმენტები მოიცავენ პრაქტიკულად ყველა სფეროს, გარდა კოსმოსის და ატომური ბომბის შექმნისა.  რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული. რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც რესპუბლიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - განაცხადა დე-ფაქტო ელჩმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics