06:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 18:16:24, 737 ნახვა

რეგიონი
ხანძარი ატენის ხეობაში - ტყის მასივში ცეცხლის ორი კერა გაჩნდა

ატენის ხეობაში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის მასივში ცეცხლის ორი კერა გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტარამდე ფართობი.

„ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი.

ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე იგეგმება დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics