06:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:59:25, 492 ნახვა

რეგიონი
თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს

8-11 სექტემბერს თელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს.

ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან. ოთხდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

ბანაკში მონაწილეობისათვის, საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/JQuJis 

თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics