|
2018-08-22 16:59:45, 496 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალს შეხვდა
აჭარის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალთან იაცეკ კრუპასთან. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა მარშალს მალოპოლსკას რეგიონში მოწვევისთვის და საინტერესო მასპინძლობისთვის. რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული ევროპელი პარტნიორის არსებობა, როგორიც პოლონეთია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება. ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორიო ორგანიზაციების ფარგლებში და მათ ურთიერთმხარდამჭერი პოზიციები გააჩნიათ. ორ ქვეყანას შორის მუდმივად იმართება მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტები, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე, რაც ემსახურება მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული კავშირების გაღრმავებას და განვითარებას. მხარეებმა განიხილეს რეგიონულ დონეზე ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურულ-საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა დამყარებულია საერთო ხედვებსა და ინტერესებზე, რაც ქმნის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველს. საუბარი შეეხო რეგიონების ტურისტულ პოტენციალს. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. ყოველწლიურად იზრდება პოლონელი ვიზიტორების რიცხვი აჭარაში. აქტიური საჰაერო მიმოსვლა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს პოლონეთის სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ხელშეკრულებას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ. მალოპოლსკას მხრიდან მარშალის ოფისში შეხვედრას ესწრებოდნენ მალოპოლსკას რეგიონალური ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე - კაზიმიერზ ბარცზიკი, მალოპოლსკას რეგიონალური ასამბლეის რეგიონალური განვითარებისა და პრომოუშენის, საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე -გრზეგორზ ბიედრონი, ხაზინის და ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორი - რობერტ მაციასზეკი, საბჭოს ოფისის დირექტორი - იტოლდ კოჩანი, რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - იოანნა ურბანოვიცზი, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი - კრზისტოფ მარკიელი, საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელი - კატარზინა ფურმანიკი და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)