|
2018-08-18 22:50:52, 680 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქედაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთანერთად, ქედაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ქედაში, სოფელი ზუნდაგაში თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. 50 აღსაზრდელზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის ბიუჯეტიტან 791 270 ლარი დაიხარჯება. აშენდება სტანდარტების შესაბამისი,თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი საცურაო აუზით.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო. აღნიშნულ სივრცეში კულტურის სახლი, სოფლის კლუბი და სამედიცინო პუნქტი განთავსდება. ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის ასაშენებლად, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 146 852 ლარი იქნა გათვალისწინებული.მშენებლობაზე დასაქმებულები არიან ადგილობრივებიც. ახალი სერვისებით მეძიბნელები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოდან ისარგებლებენ. „დღეს ქედის მუნიციპალლიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიცძალიან მალე შეძლებს მიიღოს პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში დაახლოებით 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა, კიდევ უფრო უნდა მოწესრიგდეს ის შიდა გზები, რომლებიც ქედისმუნიციპალიტეტს ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცეტრი, რომელიც ძალიან მალედასრულდება და შეძლებს ადგილობრივებს და ფერმერებს ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი მოსავლის შენახვაში, გადამუშავებაში და შემდეგუკვე ლოჯისტიკური ჯაჭვის დალაგებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
დღესვე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ქედის მუნიციპალიტეტში ცხემნა-კორომხეთის დასრულებული 2 კილომეტრიანი ა/ბეტონის რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა. დასრულებული გზის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისადა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მ/შ რაულ ბერიძემ მიაწოდა.
ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მოეწყო საყრდენი კედლები,გაბიონები, აშენდა ერთი ახალი ხიდი და განხორციელდა სხვა საჭიროსამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 750 513 ლარია.
სულ, ქედაში, 2018 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 10 217 599 ლარი.
ქედის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს - თამარის ხიდსეწვია, ტურისტებს გაესაუბრა და მოისმინა მათი შეფასებები და რეკომენდაციები.https://www.youtube.com/watch?v=LH845GgrfSI&t=39s ns
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)