01:13 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 11:09:08, 1251 ნახვა

სხვადასხვა
შავი ზღვის სანაპიროზე მომდევნო დღეების განმავობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა კი  +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 14 -16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.
„ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ რეგიონებში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics