03:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 14:41:13, 876 ნახვა

რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 14:00 საათის მონაცემებით, საგანგებოში 9 შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, 14:00 საათისთვის 9 შეტყობინებაა შემოსული, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა 4 სცხოვრებელ სახლში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო სასტუმრო „ოქროს საწმისის" მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მარტვილის სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში განახორციელეს. 

რაც შეეხება სენაკს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სენაკიდან 1 სეტყობინება შევიდა. მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები განახორციელეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics