|
2018-08-08 11:58:34, 501 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარეს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქვემო სილეზიის სეიმიკის (პარლამენტის) თავმჯდომარეს პაველ ვრობლევსკის შეხვდა. შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრებთან და ქალაქ ბათუმის მერთან ერთად ქვემო სილეზიის პარლამენტის წევრები და დელეგაციის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პოლონელი მეგობრების აჭარაში ყოფნას ისეთ მნიშვნელოვან დღეებში, როგორიცაა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავი. პაველ ვრობლევსკიმ შეხვედრაზე ისაუბრა იმ მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ, რომელიც ქვემო სილეზიის სეიმიკმა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. ✅„რეზოლუციის მიღებით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ჩვენს მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ტრაგიკულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი 10 წლის წინ". ✅„სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტნიორები, მეგობრები ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთან ერთად არიან. 10 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენებიდან და შესაბამისად ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ქვემო სილეზიის საპარლამენტო ასამბლეას იმ მიღებული რეზოლუციისთვის, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და მოხდა იმ აგრესიის და ოკუპაციის დაგმობა. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი იმ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში დინამიურად ვითარდება. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. მხარეები სისტემატურად მონაწილეობენ ქვემო სილეზიასა და აჭარაში გამართულ ბიზნეს ფორუმებსა და ტურისტულ გამოფენებში, ხორციელდა პროექტები განათლება-კულტურის მიმართულებით, შედგა ქართული და პოლონური თეატრალური დასების გასტროლები, აჭარის მუზეუმთა თანამშრომლების გადამზადება, ფოტო გამოფენები, ქვემო სილეზიასა და აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა. აქტიურია ორ ქვეყანასა და რეგიონს შორის თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებითაც, რაც პოლონეთიდან ტურისტთა მზარდი ნაკადით გამოიხატება. გასული წლიდან წარმატებით ხორციელდება საჰაერო ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვემო სილეზიის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის უკვე არსებული აქტიური პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)