|
2015-05-29 10:45:06, 534 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში უფასო ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სოფელ ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში დაგეგმილია უფასო ტრენინგები. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის მიღება უკვე დაიწყო. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. ამ პროექტის მეშვეობით ისინი მიიღებენ დასაქმებისათვის საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს. ასევე, გაივარჯიშებენ საჭირო უნარებში, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი მიზნების მიღწევასა და მომავალი კარიერის უკეთ დაგეგმვაში“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში. ტრენინგებზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც 25 ივნისამდე გაივლის რეგისტრაციას და შევსებულ სარეგისტრაციო ფორმას წარადგენს ღორეშას საზოგადოებრივ ცენტრში. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში II” ფარგლებში, რომელსაც სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: მოდული პირველი: სამსახურის მოძიება (2 სთ); მოდული მეორე: რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შემუშავება (4 სთ); მოდული მესამე: გასაუბრების უნარები და თვითპრეზენტაცია (4 სთ). თითოეული მოდული დამოუკიდებელია, შესაბამისად შესაძლებელია ერთი და იმავე პიროვნებამ გაიაროს ერთი ან რამდენიმე ტრენინგი. ტრენინგი იგეგმება ივლისსა და აგვისტოში. ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა იქნება - 20, ხოლო ტრენინგის ხანგრძლივობა - 8 საათი.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)