23:23 - 26 May, 2026
|
2015-05-28 17:19:48, 384 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა ორი კვირით შეიზღუდება
ჩუღურეთის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრუკენის მოედნამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 2 კვირით, დღის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. დავით აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთება მიმდინარეობს. „2 500 კვ. მეტრის ფართობის საფეხმავლო გზისა და ბორდიურების შეკეთებას შპს „დრო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს. ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)