|
2018-06-05 16:23:48, 645 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა ზაფხულის ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის, ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტურიზმის დეპარტამენტის გუნდი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მათი საქმიანობა კი რეგიონის წინსვლას და წარმატებას ემსახურება. ზურაბ პატარაძის თქმით, წარმატებული მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების შედეგად რეგიონს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, საზღვაო ტურიზმთან ერთად უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურიზმის სხვა სახეობები, მათ შორის MICE ტურიზმი და სოფლად ტურიზმი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია აჭარაში ჩამოსული ტურისტების კმაყოფილების ზრდა. „ყველანი დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ტურიზმის სფეროში არის მომსახურების ხარისხის ზრდა და რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი ტურისტი, ჩვენ გვაქვს წინსვლა ამ კუთხით, თუმცა შესაბამისი ღონისძიებების გატარება მომავალშიც ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაიღო. „ზაფხული იწყება აქ", - აჭარაში ზაფხულის ფესტივალის მთავარი გზავნილია. 3 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)