19:46 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 11:20:54, 818 ნახვა

რეგიონი
რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტს გეგმავს და ასადს სოხუმშიც ეპატიჟება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტს გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაჯიმბას პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია ნათქვამი რაულ ხაჯიმბამ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი სოხუმშიც დაპატიჟა.

„4 ივნისს რუსეთში აფხაზეთისა და სირიის ელჩების შეხვედრა გაიმართა. გაიმართა მსჯელობა სირიაში რაულ ხაჯიმბას ვიზიტის შესაძლებლობაზე, აფხაზურმა მხარემ კი ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics