|
2015-05-28 12:32:45, 471 ნახვა
პოლიტიკა
დავით დონდუამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქართველი ჟურნალისტების დაკავებაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დელეგაციის სახელით განცხადება გააკეთა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული სხდომა ლიტვის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით დღის წესრიგის საკითხის "სამოქალაქო პირების დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს" ფარგლებში გაიმართა და ჟურნალისტთა დაცვის საკითხს მიეძღვნა. დავით დონდუა მიესალმა ლიტვის მიერ ამ პრობლემატური თემის წინა პლანზე წამოწევას და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო უფრო ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს, რათა კონფლიქტურ სიტუაციებში მომუშავე ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების ძალმომრეობისგან. „ჟურნალისტთა დაცულობის უზრუნველყოფა იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ხშირად პირველები არიან, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობას ამა თუ იმ კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას აწვდიან თავიანთი უსაფრთხოებისა და ხშირად სიცოცხლის ფასადსაც. საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ეს ტრაგედია, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოში სამი ჟურნალისტი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. დაღუპულთა შორის იყო ჰოლანდიელი ჟურნალისტი, რომელიც 2008 წლის 12 აგვიტოს რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა“, - განაცხადა დონდუამ. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმა და სხვა დაბრკოლებების აღმართვა ემსახურება არა მარტო ადამიანთა შორის კონტაქტისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომის ხელშეშლას, არამედ იმის არდაშვებასაც, რომ ჟურნალისტები შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ნათელი მოჰფინონ ადამიანის უფლებების მხრივ იქ არსებულ სავალალო მდგომარეობას. „2014 წლის აპრილში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკანონოდ დააკავეს სამი ქართველი ტელეჟურნალისტი, რომლებიც რეპორტაჟს ამზადებდნენ მავთულხლართების გაბმის საკითხზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. დავით დონდუამ ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ვალდებულებაა, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ სამხედრო ოკუპაციის რეჟიმი არ ათავისუფლებს მხარეს იმ პასუხისმგებლობისგან, რასაც ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ჰქვია.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თავისი გამოსვლის ბოლოს იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ინფორმაციით მანიპულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ქმნის - კერძოდ, როდესაც სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკიდურესი ნაციონალიზმის პროპაგანდას ეწევიან და ცდილობენ, გაამართლონ უცხო ქვეყნების ტერიტორიათა მიტაცება და ანექსია. „საქართველო ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად ხელი შეუწყოს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ჟურნალისტთა დაცულობას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა დავით დონდუამ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)