19:45 - 27 May, 2026
|
2018-06-02 13:09:44, 745 ნახვა
რეგიონი
ტყიბულში დაღუპული ერთ-ერთი მუშა 25 წლის ახალგაზრდაა
ტყიბულში ქვანახშირის გარე მოპოვების კარიერზე დაღუპული ორი მუშიდან ერთ-ერთი 25 წლის ახალგაზრდაა. ინფორმაციას პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ავრცელებს. რაც შეეხება მეორე დაღუპულს, დოლაბერიძის თქმით, მისი ვინაობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს. პროფკავშირების პირველადი ინფორმაციით, მუშებს საკმარისი რაოდენობის ჰაერი არ მიეწოდებოდათ, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)