|
2015-05-28 09:51:25, 432 ნახვა
საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის კონფერენციას აწყობს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, დღეს, 14.00 საათზე, სასტუმრო ,,ჩაო“-ში, სკოლის მოსწავლეებისთვის კონფერენციას - ’’იყავი თანამედროვე, აირჩიე ჯანმრთელობა“ აწყობს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები: ,,სწორი კვება“; ,,წყალი“; ,,თამბაქო“; ,,C ჰეპატიტი’’. კონფერენციის ფარგლებში, პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №1, N2, საჯარო სკოლების, ჭარნალის საჯარო სკოლის, ქობულეთის N6 საშუალო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII – XI კლასის მოსწავლეები. კონფერენციის მონაწილეებს სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. კონფერენციის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ბათუმის, ქიბულეთისა და ხელვაჩაურის განათლების რესურსცენტრები. კონფერენციის ორგანიზატორია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)