|
2018-05-28 18:54:51, 857 ნახვა
რეგიონი
სოლომონ პავლიაშვილმა „2030 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე“ გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენციაზე „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაცია“-ზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნას. „აშკარაა, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ვაღიარებთ რა გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“, - განაცხადა მან. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი კომპონენტი წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვან ნაწილს. აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების მიზნების პროცესში, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ტყის მდგრადი განვითარება. „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - იმპლემენტაციის კონფერენცია თბილისში“ ორდღიანია. მონაწილეები მდგრადი განვითარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ და დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს აღმსრულებელი ხელისუფლებისა და საკანონდებლო ორგანოს წევრები, გაეროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)