|
2015-05-27 11:52:45, 413 ნახვა
საზოგადოება
თბილისში გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება
27-28 ივნისს „აირჩიე ქართული“-სა და „პერიტუს გრუპი“-ს ორგანიზებით სუპერმარკეტ „სმარტი“-ს ვაკის ფილიალში გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება. გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ იმართება. პირველ ფესტივალზე თორმეტი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი წვენების, წყლების, ლუდისა და ლიმონათის სახით. გამაგრილებელი სასმელების ფესტივალის მიზანია ქართული წარმოების პოპულარიზაცია, მომხარებლების ლოიალობის ზრდა და ახალი პროდუქტებისა და შეთავზებების დეგუსტაციისა და გათამაშებების საშულებით ფართო აუდიტორიის დაინტერესება. ფესტივალის ფარგლებში კომპანიებს საშუალება ექნებათ, ეფექტურად წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია, მოაწყონ დეგუსტაცია, მოახდინონ სასმელების რეკლამირება და ჩაერთონ სპეციალურად ფესტივალისთვის გამართულ მარკეტინგულ აქტივობებში. გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)