|
2015-05-27 09:58:13, 382 ნახვა
საზოგადოება
ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ქალს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა
თბილისის ზოოპარკის მომვლელ გულიკო ჭიტაძეს, რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა. ექიმები ქალბატონისთვის ქვედა კიდურის შენარჩუნებას ცდილობენ. ზოოპარკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ბოლო მონაცემებით ამგვარი ვითარებაა: ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარებულია. პაციენტს უტარდება მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტებით“, - ნათქვამია ზოოპარკის პრესსამსახურის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე ვეფხვმა დააზიანა. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)