|
2015-05-27 10:12:53, 383 ნახვა
საზოგადოება
აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის ლელო ბურთში ტურნირი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის ლელო ბურთში შეჯიბრი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირი IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების I და V ქვეითი, IV მექანიზირებული, ასევე I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობდნენ. ტურნირს საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ლელო ბურთის საფინალო შეხვედრა I საარტილერიო და V ქვეით ბრიგადებს შორის გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი I საარტილერიო ბრიგადა გახდა. ლელო ბურთში შეჯიბრი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წელს პირველად ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ტურნირი ყოველი წლის 26 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)