01:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 14:06:43, 425 ნახვა

საზოგადოება
საყდრისის დაცვის კომიტეტი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავს

საყდრისის დაცვის კომიტეტი რუსთაველის გამზირზე, სადაც კულტურის სამინისტროს სტენდებია გამოფენილი, საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ აპროტესტებენ საყდრისის ოქროს მაღაროს აფეთქებას.
როგორც კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საყდრისის აფეთქების ფონზე, როდესაც კულტურის სამინისტრო საკუთარ მიღწევებზე საუბრობს, უხერხულია. გარდა ამისა, მათ კულტურის მინისტრთან კითხვა აქვთ, დღევანდელ გამოფენაზე რატომ არაა წარმოდგენილი საყდრისის მუზეუმის კონცეფცია მაინც.
„აქ გამოფენილია კულტურის სამინისტროს სტენდები. საუბარია მიღწევებზე. გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ როცა ეს უწყება საყდრისის აფეთქების ფონზე საკუთარ მიღწევებზე საუბრობს, ცოტა უხერხულია. გარდა ამისა, როცა კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“ და კულტურის სამინისტრო რამდენიმე ხნის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ საყდრისს ექნებოდა მისი შესაფერისი მუზეუმი, რატომ არაა გამოფენილი საყდრისის მუზეუმის კონცეფცია მაინც“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო 2014 წლის 12 დეკემბერს მიღებული აქტების კანონიერებაზე იმსჯელებს, რომლის თანახმადაც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანია „არ ემ ჯი გოლდმა“ სამუშაოები აწარმოა. 
„კულტურის მინისტრს და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს მინდა შევახსენო, სასამართლომ მართალია სამუშაოები არ შეაჩერა გარკვეული მიზეზების გამო ძეგლის ტერიტორიაზე, თუმცა მისივე გადაწყვეტილებით, ის აუცილებლად იმსჯელებს 2014 წლის 12 დეკემბრის აქტების კანონიერებაზე და ობიექტური სასამართლოს პირობებში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე ჩინოვნიკის სამართლებრივი პასუსიმგებლობის საკითხი დადგება“, - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics