17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 20:16:43, 974 ნახვა

რეგიონი
ჯიოევი: ქართული ეკლესიის წარმომადგენლების აძვისთავზე გასვლის სურვილი პროვოკაციაა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებრული ეკლესიის წარმომადგენლების და მრევლის სოფელ აძვისთავზე გასვლის სურვილს პროვოკაციად აფასებს, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა.

"სპუტნიკ ოსეტია"-ს ინფორმაციით, ჯიოევმა აღნიშნა, რომ ღონისძიება, რომლის დროსაც ქართველი მღვდლები და მრევლი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას აპირებენ, 5-6 მაისს არის დაგეგმილი.

"ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც სიტუაციას გაართულებს, მითუმეტეს წინ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნოს", - განაცხადა ჯიოევმა.

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ევროკავშირს მოუწოდა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას, რათა არასასურველი მოვლენები არ განვითარდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics