|
2018-05-02 22:51:37, 43685 ნახვა
სპეციალური ანონსი
3 მაისის ანონსი
10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების სერტიფიცირების შექმნის შესახებ (გეო გაპი/Geo GAP) დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება. 10:30 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ბრიფინგი. 10:30 საათზე, „მწერალთა სახლის“ თეთრ დარბაზში press-breakfest-ის ფორმატში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კვირეულის ორგანიზატორები და მონაწილეები „Pitti Uomo“-ს წარმომადგენლებთან ერთად კვირეულის სიახლეების პარალელურად მედიის წარმომადგენლებს ფლორენციის მოდის პლატფორმის მომავალ გეგმებსაც გააცნობენ. 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ნარკოლოგები და ექსპერტები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბიზნეს სექტორს შეხვდებიან. 11:00 საათზე, დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები, ტანძიის მოსახლეობას შეხვდებიან და განცხადებას გააკეთებენ, ასევე, მოინახულებენ ბნელი ხევის იმ ტერიტორიებს, სადაც RMG სამუშაოებს აწარმოებს. 11:30 საათზე, სასტუმრო „იოტა ჰოტელში“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საზოგადოებას 2018 წლის აპრილის თვის სტატისტიკის მონაცემებს გააცნობს. 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 12:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ გამართავს პროექტის – „ასწავლე მაცნეს“, შემაჯამებელ კონფერენციას. 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ. 15:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდებიან. 17:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან. 17:00 საათზე, მულტიმედია განათლების ცენტრში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს. ამავე ღონისძიებაზე ოფიციალურად გაიხსნება ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018. 18:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს შორის ერთობლივი განცხადება გაფორმდება. 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)