|
2018-04-25 15:29:37, 785 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო კორპუსი ექნება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს კულტურის და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი ლეონიძის ქ. N15-ში შენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700- ათას ლარამდეა გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობის სერთიფიკატს უნივერსიტეტის რექტორთან ერთად ხელი მოაწერეს მოაწერეს და საფუძვლის ჩაყრის სიმბოლურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა. ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ განათლება ქართული ოცნების მთავრობის პირობებში არის მთავარი პრიორიტეტი. გაზრდილია დაფინანსება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. „აჭარის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მესამე საგანმანათლებლო ობიექტის მშენებლობაა დაწყებული. გასულ წელს დავიწყეთ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნება იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კორპუსში. ახალი კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის მახლობლად შენდება ასევე სპორტული კომპლექსი, რაც საერთო ჯამში ამ ტერიტორიაზე ახალ საგანმანათლებლო-სპორტულ სივრცეს შექმნის ქალაქში" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
(NS)
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)