|
2015-05-22 16:02:53, 441 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს კინოლოგიურ სამსახურს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ეწვივნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიურ სამსახურს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს ჯორჯიის შტატის პოლიციისა და საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა კინოლოგიური სამსახური დაათვალიერეს, სადაც კაპიტალური სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრები გაეცნენ ოდოროლოგიური ექსპერტიზის და კრიმინალისტების მუშაობის სპეციფიკას. დელეგაციის წევრები სამოსამსახურეო ძაღლების მიერ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის სიმულაციურ ვარჯიშებსაც დაესწრნენ. ასევე INL-ის თაოსნობით განხორციელებულ K9 პროექტის შედეგებს. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროსთან (GBI) 2010 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ტრენინგები და სემინარები, ასევე გაცვლითი პროგრამები რეგულარულად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)