21:17 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 13:17:31, 344 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელი კოლეგა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ევროპული არჩევანისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საბოლოო მიზანი არ არის.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივას და ბიზნესებს შორის კონტაქტების გამყარების აუცილებლობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics