22:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 11:23:50, 383 ნახვა

საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისიძებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

„22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე - ღონისძიებების დასრულებამდე ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

24 მაისს 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის , უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე.

26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის , დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის ქუჩაზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics