|
2015-05-21 17:16:22, 480 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 18 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესწავლა დაასრულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაასრულეს იმ 18 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების შესწავლა, რომლებმაც უწყებას საცხოვრებელი ფართების შეძენის განაცხადით მიმართეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეძენის საბოლოო გადაწყვეტილებას „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიია“ მიიღებს. განსახლების ადგილსა და საცხოვრებელ სახლებს ეკომიგრანტები თავად შეარჩევენ. 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 90-მდე ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)