|
2015-05-21 16:18:26, 459 ნახვა
პოლიტიკა
ანდრის ბერზინში: ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ანდრის ბერზინშმა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. საუბრის მთავარი თემები რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, სამეზობლო პოლიტიკის მომავალი, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ლატვიასთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერზინშს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ლატვიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. აღინიშნა, რომ 2015 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ 2015 წელს უმასპინძლოს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომას, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)