13:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 12:34:21, 886 ნახვა

რეგიონი
ე.წ. საგარეო: საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნდება შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა

ე.წ. სახმრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ეხმაურება.

როგორც "უწყების" განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ტიპის ინიციატივა ილუზორულია და რეალურ შედეგს არ მოიტანს.

"საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის "დაბრუნება" სამხედრო გზით შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა დღის წესრიგში მშვიდობიანი დარეგულირების კონცეფციაა - „თანამშრომლობის გზით ჩართულობის სტრატეგია“ და რიგი ე.წ. მშვიდობიანი ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ძალიან აქტიურად არეკლამებს მსოფლიო მასშტაბით. ქართველ პოლიტიკოსებს გულუბრყვილოდ სჯერად, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოუნდებათ ანკესზე წამოეგონ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოაგდო.  ეს ინიციატივები არის მორიგი პიარ-აქცია და მოუქნელი მცდელობაა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში მშვიდობისმოყვარე ქვეყნად წარმოაჩინონ, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს. ეს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილის გაჟღერების პირველი მცდელობა არაა, ამიტომ მსგავსი განცხადებების სერიოზულად აღქმა არ ღირს. არ გვაქვს იმედი, რომ თბილისში მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გადაწყვიტეს. მსგავსი ინიციატივები არის ილუზორული და რეალიზების შესაძლებლობას მოკლებული. ისინი განს წევენ არა მხოლოდ პრობლემის არსებობას, არამედ მის მოგვარებასაც", - ნათქვამია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics