04:06 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 12:43:07, 721 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე უკრაინულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს ესწრება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ მიმდინარე უკრაინულ-ქართულ ბიზნეს ფორუმს ესწრება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში უკრაინული კომპანიები გაეცნობიან პრეზენტაციებს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის, ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ქალაქის ეკონომიკური განვითარების შესახებ.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება B2B შეხვედრები სამშენებლო, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროში მოქმედ უკრაინულ და ქართულ კომპანიებს შორის.

ბიზნეს ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics