|
2015-05-21 10:51:00, 355 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი რიგის სამიტის დეკლარაციაზე: დარწმუნებული ვართ, საუკეთესო ვარიანტის შეჯერებას მოვახერხებთ
რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი დღეს იხსნება. ფორუმს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები დაესწრებიან. საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, რიგის სამიტის დეკლარაციაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. ბერუჩაშვილი დარწმუნებულია, რომ საუკეთესო ვარიანტზე შეჯერდებიან. "რიგის სამიტის დეკლარაციაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. ალბათ ჩვენ გამოვიყენებთ მაქსიმალურად ყველა დარჩენილ დროს, საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და პრაქტიკულად დარჩენილი საკითხები, რომელიც ეხება ყველაზე რთულ თემებს, საბოლოოდ გადაწყდება და კომპრომისის საფუძველზე დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ საუკეთესო ვარიანტის შეჯერებას. გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები, რომელიც ეხებოდა რეფორმირებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით ეს არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)