|
2018-03-26 13:24:53, 3479 ნახვა
კულტურა
ჯაზ ფესტივალისთვის თბილისში Bad Plus, Naturally 7 და ლეგენდარული ჯგუფი Miles Electric Band ჩამოვა
წელს პირველად, თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე ჩატარდება. თბილისის "ივენთ ჰოლში" "თიბისი სტატუსისა" და კომპანია "ისთერნ პრომოუშენის" 2018 წლის ერთობლივი მუსიკალური პროექტების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ დაგეგმილი ფესტივალებისა და ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და ტრადიციულად ჯაზის მოყვარულებს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს. მათ შორის, ჯაზის მსმენელები 28 აპრილს თბილისში ჯაზ-ტრიო Bad Plus-სს იხილავენ. 29 აპრილს თბილისში ჯგუფი Naturally 7 ჩამოდის. 30 აპრილს, ფესტივალის ბოლო დღეს, დიდი დარბაზი თბილისში უმასპინძლებს ლეგენდარულ ჯგუფს Miles Electric Band. სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი იქნება. ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ- კლასს ჩაატარებენ. „თიბისი სტატუსი“ და „ისთერნ პრომოუშენი“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ახორციელებენ ძალიან დიდი ივენთებს რამოდენიმე ფორმატის ფარგლებში.ეს არის თბილისის ჯაზ-ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, შარშან დაემატა “Jazz & Wine Kakheti”. ჩამოგვყავს ძალიან დიდი მუსიკოსები,ჩვენი მიზანი-თიბისი სტატუსის ისაა, რომ ქვეყანაში ზძალიან ბევრი ძალიან მაგარი ხელოვანი და მუსიკოსი ჩამოიყვანოს. მოსახლეობას მისცეს საშუალება,ამით ისიამოვნოს“,-განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანმა. თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბილეთები 26 მარტიდან ონლაინ TKT.ge-ზე გაიყიდება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, წელს ჯაზის საერთაშორისო დღე-30 აპრილი პირველად აღინიშნება. ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის-ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა და მას შემდეგ ყოველ 30 აპრილს, 200-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბური კონცერტებით, კონფერენციებითა და სხვადასხვა პერფორმანსით აღინიშნება.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)