|
2015-05-20 11:12:59, 459 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: დეკლარაციაში ნატო-ს ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს MAP-ი მიანიჭონ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მედიას ნატო–ს რიგით მე–60 საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ დეკლარაციის ჩანაწერის მონაკვეთი გააცნო. სესიაშვილის თქმით, ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისათვის მხარდაჭერა განაგრძონ და ქვეყანას ე.წ. MAP-ი მიანიჭონ. „ამ ასამბლეაზე მიღებული იქნება მხოლოდ ერთი დეკლარაცია, რომელიც შეეხებოდა ნატო–ს გაფართოებას. ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს განაგრძონ ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯი, მიანიჭონ ქვეყანას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ ე.წ. მაპი“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)