|
2015-05-19 16:47:27, 481 ნახვა
საზოგადოება
სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ყატარის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს, ყატარის დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას ადგილზე გაეცნენ. სტუმრებს საზოგადოებრივ ცენტრში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოადგენლებმა უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა რაიონში უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს 21 საზოგადოებრივი ცენტრი. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის სერვისები. საზოგადოებრივ ცენტრში გაიცემა პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები; შესაძლებელია მიწის რეგისტრაცია; ეროვნული არქივის სერვისებით სარგებლობა ; კომუნალური გადასახადების გადახდა; კომფორტულ გარემოში ხელმისაწვდომია სატელეკომუნიკაციო და საბანკო მომსახურებ; განთავსებულია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად; მოსახლეობა სარგებლობს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით. ყატარის დელეგაციის წევრები თავად გაეცნენ საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკას, დაათვალიერეს ცენტრი და შეაფასეს იმ რეფორმების შედეგები, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მომსახურების სფეროში გატარდა. ყატარის იუსტიციის სამინისტროს წარმოამდგენლები საქართველოს 16 მაისს ეწვივნენ, მათ უკვე მოინახულეს თბილისის იუსტიციის სახლი და შეხვედრები გამართეს. დელეგაციის წევრები საქართველოს 22 მაისს დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)