10:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 12:07:27, 700 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე 104 წლის ზექიე დავითაძეს სტუმრობდა

მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ნაღვარევში, 104 წლის ზექიე დავითაძე ოჯახში მოინახულა და უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

უხუცესი ქალბატონი წარმოშობით, ხულოს მუნიციპალიტეტის, ღორჯომის ხეობის სოფელ ჭახაურიდანაა. მისივე თქმით ადრე გათხოვილა და დღესაც ინახავს თავისი მზითევიდან შემორჩენილ ფახირის გუგუმს ( სპილენძის წყლის ურჭელი).

104 წლის ქალბატონი ყოველი წლის ზაფხულში მერიაყელის მთაში მემთეურის დამხმარედ დადის და ოჯახის წევრებს ეხმარება საქმეში. საკუთარ ასაკთან შედარებით, უხუცესი ქალბატონი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩივის და მხნედ გამოიყურება.

ზექიე დავითაძეს 2 შვილი, 8 შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და 2 შვითაშვილის შვილი ყავს.

,,ქალბატონ ზექიეს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების კარგად ყოფნა. ამასთანავე, ყველას ვუსურვებ, საუკუნეს გადააბიჯოს და ისევე მხნედ გამოიყურებოდეს, როგორც ქალბატონი ზექიე" - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics