|
2015-05-17 12:42:49, 625 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა გურიანთაში ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა
800 ათასი ლარის ინვესტიცია და ახალი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, - ჩაის გადამამუშავებელი „ნატურა თი კომპანი“ სოფელ გურიანთაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. საწარმო, რომლის მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო, ექსპლუატაციაში 5 მაისიდან შევიდა. პროექტის განსახორციელებლად, კომპანიის მფლობელმა შეღავათიანი აგრორკედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით 59 ათას 778 აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლითაც ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები შეიძინა. სესხის 12 %-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იხდის, ხოლო 3%-ს - მეწარმე. „ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ეხმარება სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას. ქარხანაში მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელიც გადის ექსპორტზე. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას. უახლოეს მომავალში მთავრობა მეჩაიეობის განვითარების პროგრამას წარადგენს, რათა მაქსიმალურად დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა და აღდგეს ჩაის პლანტაციები. ეს არის ძალიან მომგებიანი და რენტაბელური წარმოება, რომელიც ათასობით ადამიანს დაასაქმებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საწარმო 100 ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს, რომლისგანაც 25 ტონა პროდუქცია მიიღება. ნედლეულის 60%-ს მეწარმე ჩაის საკუთარი პლანტაციებიდან აიღებს, 40%-ს კი - მოსახლეობისგან. ქარხანაში - 22, ხოლო ჩაის პლანტაციებში - 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)