|
2015-05-15 12:55:45, 620 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრი მოსამართლეებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას უსურვებს
მოსამართლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებას ავრცელებს. „პროფესიულ დღეს ვულოცავ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, და მოსამართლეთა კორპუსს. ძვირფასო მოსამართლეებო, თქვენზე იყო 9 წლის განმავლობაში დამოკიდებული, დაგემკვიდრებინათ სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში, არ დაგეშვათ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები და შეგეძლოთ, შვება მიგეცათ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თქვენს ხელში სიმართლე უნდა ეპოვათ. სამწუხაროდ, გამრუდებული მართლმსაჯულება, დაკვეთილი განაჩენები იყო წესი. უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენები ზიანს აყენებდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის იმიჯს, რასაც მე და ჩემი კოლეგები სტრასბურგის სასამართლოში კარგად ვხედავდით. ახალი მოსამართლეების დიდი იმედი მაქვს. ისინი სამუდამოდ უნდა განწესდნენ თანამდებობაზე და ვიცი, რომ არასოდეს დაატყდებათ თავს ის უბედურება, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების ტერორი ჰქვია. წარმატებებს გისურვებთ ყველას, რადგან არ არსებობს დემოკრატია და თანამედროვე სახელმწიფო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ მოკლე დროში მისცა მოსამართლეებს კარგი კანონები. ჩვენ მიერ შემუშავებული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღაც მალე იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. გქონდეთ ჩვენი იმედი პროგრესისა და რეფორმის გზაზე“, − ნათქვამია განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)