02:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 10:05:26, 1616 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: კონგრესმენების მხრიდან ვისმენთ მკაფიო განცხადებებს, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე ამერიკული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.

დავით ბაქრაძის შეფასებით, ეს თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

„გრძელდება ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, როგორც პირადი შეხვედრების დროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართული მიღების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორების, კონგრესმენების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ საქართველო აგრძელებს, იყოს სამაგალითო რეგიონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, როგორც დემოკრატიული განვითარების კარგი მაგალითი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების და განმტკიცების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics