02:52 - 29 May, 2026
|
2018-02-01 14:23:18, 2435 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ISIS-ის ტერორისტი მოკლეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ტერაქტს გეგმავდა
ნიჟნი-ნოვგოროდში რუსულმა სპეცსამსახურებმა "ისლამური სახელმწიფოს" წევრი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავების დროს შეიარაღებული იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მისი ლიკვიდირება განხორციელდა. ტერორისტის სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ახალი ბომბების დასამზადებელი კომპონენტები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)