02:41 - 29 May, 2026
|
2018-01-28 11:03:40, 2318 ნახვა
მსოფლიო
კვიპროსზე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
კვიპროსზე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად ცხრა კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი, მმართველი პარტიის ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი სტავროს მალასი და ნიკოლას პაპადოპულოსი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის შვილია. პოლიტოლოგების პროგნოზითა და სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, კენჭისყრის პირველ ტურში 50%-ზე მეტი მოქალაქის მხარდაჭერას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს და მეორე ტური დაინიშნება. არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი. კვიპროსის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. ეს ამ ქვეყნის ჩამოყალიბებიდან მე-13 საპრეზიდენტო არჩევნებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)