|
2018-01-22 12:10:23, 1632 ნახვა
კომენტარი
კილაძე: ისეთ ნარკოპოლიტიკას მივიღებთ, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, ეკლესიისა და პატრიარქისთვის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ მიიღებენ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც საზოგადოებისთვის, ეკლესიისა და საპატრიარქოსთვის მისაღები იქნება. ამის შესახებ კილაძემ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, სადაც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. „მთავარი მიზანი, ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც დააბალანსებს სხვადასხვა მიმართულებებს ნარკოპოლიტიკის კუთხით. ამაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად რთული საკითხია, ჯერჯერობით კონსენსუსის მიღწევა გაჭირდა. იმედი მაქვს, რომ აქტიური მუშაობის შედეგად მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიისთვის და პატრიარქისთვის“, - განაცხადა სოფიო კილაძემ. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეხვედრაზე იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)