|
2018-01-19 16:16:43, 2677 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ - დაკავებულია 16 პირი
ბრიუსელში პოლიციის გაძლიერებულ პატრულზე 40 მიგრანტის თავდასხმის შედეგად ორი ბელგიელი პოლიციელი დაიჭრა, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარის შემდეგ 16 ადამიანი დააკავა. დაკავებულები - სუდანიდან და ეთიოპიიდან არიან. მედიის ცნობით, ექვსი პოლიციელისგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე საეჭვო პირი შენიშნა, რომლებიც ავტოსადგომზე გაჩერებულ ერთ-ერთ სატვირთო ავტომობილში შეღწევას ცდილობდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სატვირთო ავტომობილი დიდ ბრიტანეთში მიემართებოდა. სააგენტო წერს, რომ პოლიციელები შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გაჩერდნენ, რა დროსაც მათ ტყიდან გამოსული, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული 40 მიგრანტი დაესხათ თავს. სამართალდამცველები თავს რეზინის ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იცავდნენ. პოლიციელებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამის შემდეგ მიგრანტები ტყეში მიიმალნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)