|
2018-01-19 15:55:45, 2404 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში, ორი ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა. ინფორმაციას ბელარუსის შსს–ს პრესსამსახური ავრცელებს. „ ბელარუსის, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მინსკის ნაციონალურ აეროპორტში 17–18 იანვარს, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გელა ქარდავა და სულიკო შარიქაძე ე.წ „კანონიერი ქურდები“ არიან“,– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 43 წლის გელა ქარდავამ სამართალდამცველებს რუსული პასპორტი გადასცა, რომელშიც სხვა სახელი და გვარი იყო მითითებული. „ოპერაციის დროს, დაკავებულმა კრიმინალურ სამყაროსთან თავისი კავშირი დაადასტურა და აღნიშნა რომ რუსეთიდან ბელარუსში 16 იანვარს ჩავიდა. შემდეგ კი სტამბოლში გეგმავდა გაფრენას“,– ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცავების ინფორმაციით, ქარდავამ ე.წ „კანონიერი ქურდის“ სახელი 22 წლის ასაკში მიიღო და წლების განმავლობაში არაერთი უკანონო ქმედება ჩაიდინა თავის უმცროს ძმა გიზო ქარდავასთან ერთად, რომელიც ასევე კრიმინალური ავტორიტეტია. „დაკავებული სულიკო შარიქაზე, რომელიც 1973 წელს არის დაბადებული. არაკანონიერად იმყოფებოდა ბელარუსიის ტერიტორიაზე. ქვეყანასი ის ავტომანქანით, რუსეთიდან, დაახლოებით 7 დეკემბერს შემოვიდა. სადაც იარაღის უკანონო შენახვა–ტარებისთვის იხდიდა სასჯელს “, – ნათქვამია განცხადებაში. ორივე ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)