02:11 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:31:59, 2435 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილლ სააკაშვილის განცხადებით, 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მას უკრაინაში ყოფნის უკანასკნელი ლეგალური საფუძველი ჩამოართვას, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა News One ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ, 3 იანვარს, მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

„ისინი უკრაინიდან ჩემს დეპორტაციას აჩქარებენ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30 დღე მქონდა. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა არ მოისურვა ლოდინი და მის სასარგებლოდვე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სასამართლო ორშაბათს შედგეს და უკვე სამშაბათიდან უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საჭირო არც ერთი ლეგალური საბუთი არ მქონდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics