|
2018-01-16 12:14:30, 2255 ნახვა
მსოფლიო
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა რუსული პროპაგანდის გავრცელების საშუალებად ქართულ სატელევიზიო არხებს ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა 53% ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს. 29% აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდაა, 28% კი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-დან მომავალი პროპაგანდა არსებობს. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობას, 53%-ს, მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ქართულენოვანი სატელევიზიო არხების მეშვეობით ვრცელდება.32% რუსული პროპაგანდის გავრცელების საშუალებად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებს, 28%-ინტერნეტს, 12%-სამოქალაქო საზოგადოებას, ხლო 11% არაქართულენოვან სატელევიზიო არხებს. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან და აშშ-დან მომავალი პროპაგანდის წყარო ქართულენოვანი სატელევიზიო არხებია. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)