|
2018-01-12 17:54:14, 2060 ნახვა
კომენტარი
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის სპეცოპერციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ნდობის ჯგუფის შეხვედრა სხვა საკითხებთან, მათ შორის, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაიმართოს. როგორც მან აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი საქართველოს პარლამენტმა აქტიურად უნდა გამოიყენოს. „ნდობის ჯგუფის შეხვედრა უკვე შედგა, როცა საქმე ეხებოდა სპეცოპერაციას თბილისში და ჩვენ არგამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, რომ ანალოგიურად შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი სხვა საკითხებთანდაკავშირებით, მათ შორის პანკისში სპეცოპერციასთან დაკავშირებით. ეს არის ნდობის ჯგუფის ფუნქცია დაბუნებრივია, ეს მექანიზმი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული საქართველოს პარლამენტში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მიმართულებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რესურსებს განვითარება სჭირდება და ამ კუთხით, პარლამენტი აქტიურად მუშაობს. „ჩვენ არაერთხელ თავად გვითქვამს, რომ ამ მიმართულებით პარლამენტის რესურსები არის ტრადიციულადსაკმაოდ სუსტი, იყო დღემდე ძალიან სუსტი და გვჭირდება ჩვენი რესურსების განვითარება იმისათვის, რომუკეთ განვახორციელოთ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციები. ეს არის ჩვენი ერთ–ერთი ამბიციური ამოცანა,რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ სამი წლის თავზე, როდესაც ამმოწვევის პარლამენტი დაასრულებს მუშაობას, შედეგად მივიღებთ თვისებრივად განსხვავებულინსტიტუციას პარლამენტის სახით, რომელსაც ექნება ბევრად უფრო განვითარებული რესურსები,განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)