|
2018-01-12 17:36:45, 2274 ნახვა
კომენტარი
მამა დავით ისაკაძე არ გამორიცხავს, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, გამოსვლები დაიწყოს
მამა დავით ისაკაძე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ გამორიცხავს, გამოსვლები დაიწყოს. როგორც მან მეცნიერებათა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს. მამა დავით ისაკაძის აზრით, ავტორებმა კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიონ: "ეს არის დანაშაული, რომელიც უამრავ ადამიანს დაღუპავს სულიერად და ფიზიკურად და არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს კანონპროექტი მიუღებელია. უნდა გაიწვიონ ეს კანონპროექტი და უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების დაჭერას კი არა, არამედ დახმარებას. ხოლო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს მკაცრი პოლიტიკა",-აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ. მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)