|
2018-01-11 14:31:19, 1579 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - უმრავლესობა ცდილობს, დაბარების შემთხვევაში მთავრობას პარლამენტში გამოცხადების ვალდებულება მოუხსნას
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაბარების შემთხვევაში, მთავრობას აღარ ჰქონდეს ვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს და ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიისთვის, რადგან მთავრობაზე ეფექტური ზედამხედველობის ინსტრუმენტი დაიკარგება. ,,ეს გადაწყვეტილება იქნება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და რეალურად ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს დღეს პარლამენტში, რომ განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა მთავრობაზე დაიკარგება. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს და მათი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იმუშაონ მათ შორის მთავრობასთან, რომ ესეთი ტიპის ნაბიჯი არ იყოს გადადგმული. პრობლემა, თუ რატომ არ მოდიან მთავრობის წევრები პარლამენტში არის მათ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული და ამიტომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. არსად მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში, არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ თუ მთავრობა ვალდებულებას არ ასრულებს, ეს ვალდებულება გააუქმო და ამით გამოასწორო სიტუაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)