01:12 - 29 May, 2026
|
2018-01-09 13:12:50, 1777 ნახვა
კომენტარი
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: თურქეთში, „კოჩის“ კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია
პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის განცხადებით, თურქეთში ”კოჩის” კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია. როგორც მარგოშვილმა აღნიშნა, გერმანიის „შარიტეს“ კლინიკიდან, სადაც მისი დაჭრილი შვილი უნდა გადაეყვანათ, უარყოფითი პასუხი მთავრობის ჩარევის შედეგად მოვიდა. "რა ვქნათ, "კოჩის" კლინიკაში მაინც გადავიყვანოთ", - განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ და დასძინა, რომ გერმანიის კლინიკას უარი საქართველოს მთავრობამ ათქმევინა. მარგოშვილმა მთავრობასაც მიმართა: „იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ პასუხს, თუ ასეთი დამნაშავეები არიან მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად რატომ დაიარებიან თბილისშიც და ხეობაშიც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)