|
2015-05-12 09:41:04, 333 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს კიდევ უფრო უახლოვდება
„საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს, მოუთმენლად ველით საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ამ გზაზე“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად მოდერნიზაციასა და განმტკიცებაში. „ჩვენს სამიტზე გასულ წელს, მოგიწვიეთ, რათა ჩაბმულიყავით ჩვენს ინიციატივაში, რომელიც გულისხმობს პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას; ჩვენ ასევე უზრუნველვყავით საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ეს ინიციატივები კარგად ხორციელდება. ნატო-ს ინსტრუქტორები დაეხმარებიან და მხარს დაუჭერენ მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს და ამ წელს დაფუძნდება საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასებების ცენტრი საქართველოში. ეს ცენტრი გააუმჯობესებს ჩვენი - საქართველოს, ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ჯარების შესაძლებლობას იმუშაონ ერთად. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი, უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებელი თავდაცვის სექტორის შექმნის მიმართულებით; ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ; მივესალმებით იმ ამბიციურ გეგმებს, რაც ამ წელს გამოაცხადეთ. მოგიწოდებთ მეტად გააღრმაოთ თქვენი დემოკრატიული რეფორმები, რაც მოიცავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას. ბატონო პრეზიდენტო, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს. მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას ამ გზაზე; ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ერთობლივი უსაფრთხოების კუთხით. "თქვენ ჩვენს ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. დღეს საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ფარგლებში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია. საქართველოს სამხედროები ნატო-ს გვერდით წლების განმავლობაში იბრძვიან. ჩვენ ამისთვის მადლობელი ვართ", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)